ნაშრომში მოკლედ განხილულია გამოჩენილი ქართველი მეცნიერის შალვა ნუცუბიძის ცხოვრებისა და სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის მთავარი მომენტები, ნაჩვენებია ის დიდი წვლილი, რაც მან შეიტანა ქართულ ფილოსოფიურ აზროვნებასა და რუსთველოლოგიაში. ავტორი მოგვითხრობს შალვა ნუცუბიძის მიერ იმ დიდი მნიშვნელობის პრობლემათა დასმისა და გადაწყვეტის შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია აღმოსავლეთის რენესანსთან და ფსევდოდიონისე არეოპაგელის საკითხთან.