ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

საბაჟო სამართალი, წ. 1

ავტორიია ხარაზი
გამოცემის წელი2021
გამომცემლობაგეორგიკა

საბაჟო სამართლის დამხმარე სახელმძღვანელო ორი ნაწილისაგან შედგება. პირველ ნაწილში წარმოდგენილია ისეთი თემები, როგორიცაა: საბაჟო სამართლის კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძვლები; საბაჟო სამართლის საგანი, სტრუქტურა, წყაროები, საბაჟო სამართალი, როგორც ქართული სამართლის დარგი; საბაჟო-სამართლებრივი ურთიერთობები და საბაჟო სამართლის ნორმები; საქართველოს საბაჟო ორგანოები და მათი ფუნქციები; ვადები საბაჟო სამართალში; საქართველოს ტარიფები და საქონლის კლასიფიკაცია. გადასახადების სახეები; იმპორტის გადასახადი; საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები; „ოქროს სია“, საბაჟო კონტროლი და საბაჟო ზედამხედველობა; საბაჟო დავა; ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებები, საქონლის საბაჟო ღირებულება; საბაჟო ვალდებულება და იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის გარანტია; იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის გარანტია; საბაჟო ვალდებულების შესრულება დამხმარე სახელმძღვანელოში თავები ჩაშლილია პარაგრაფებად, ბოლოს კი სტუდენტებისა და საბაჟო სამართლითა და საქმით დაინტერესებული პირებისათვის მოცემულია დასამახსოვრებელი ფუნდამენტური დებულებები, კითხვები ცოდნის შემოწმებისათვის, ტესტები და კაზუსები, გამოყენებული ლიტერატურა, სასამართლო პრაქტიკის ანალიზი, ფორმულარები და ა.შ.