"ავტორი ხელმძღვანელობდა იმ ამოსავალი იდეით, რომ მითოლოგიური გადმოცემები (ანდრეზები) საფუძვლად უდევს მთის საზოგადოებების (საყმოების) როგორც საკრალურ, ისე სეკულარულ (ამ ორი სფეროს ხშირად ერთმანეთში გარდამავლობით) ყოფას, ყოველი მითოსი, ნარატივის სახე აქვს მას თუ მითოლოგემური (ან სხვა გამოვლინება), ერთმანეთის მხარდამჭერნი და საერთო მიზანდასახულობის მქონენი არიან ისე, რომ მთელი ანდრეზული ფონდი (სიტყვიერ-ყოფითი მემკიდრეობა) ერთიან სისტემას ქმნის, სადაც ტრადიციის ყოველ, თუნდაც ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ფაქტს თავისი ადგილი უჭირავს ამ სისტემაში. ამიტომაც წიგნში კვლევა წარმართულია სინქრონიული კუთხით, უპირატესობა ეძლევა (და გადამწყვეტიც არის საზოგადოებრივი ინსტიტუციების არსის საჩვენებლად) ანდრეზებისა და ყოფითი ფაქტების წარმოჩენას მათ სინქრონიაში."