წიგნში გაეცნობით რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიას XVIII ს. I მეოთხედში. ეს პერიოდი მნიშვნელოვანია იმით, რომ საქართველომ გადაჭრით სცადა რუსეთთან კავშირის დამყარებით უცხო დამპყრობლებისაგან განთავისუფლება და რუსეთის მფარველობაში შესვლით შემდგომი სოციალურ-ეკონომიური და კულტურული განვითარების უზრუნველყოფა. 1722 წელს კასპიისპირეთში პეტრე I-ის ლაშქრობის დროს რუსეთი და საქართველო შეეცადნენ ერთად გამოსულიყვნენ საერთო მტრის წინააღმდეგ. ქართველებთან ერთად ამ ბრძოლაში მონაწილეობდა სომეხი ხალხიც. მაგრამ არახელსაყრელი პირობების გამო რუსეთის, საქართველოსა და სომხეთის საერთო გეგმა ვერ განხორციელდა.