წინამდებარე ნაშრომი მიზნად ისახავს შუა საუკუნეების ქართული სამოხელეო წყობის შესახებ დღეისათვის არსებული ცოდნის შეჯამებას და მის შევსებას ისტორიულ წყაროებში შემორჩენილი ცნობებით სამოხელეო პერსონათა შესახებ – კონკრეტულ მოხელეებზე თუ საგვარეულოებზე, რომლებიც მემკვიდრეობით ფლობდნენ ამა თუ იმ თანამდებობას. სამოხელეო პერსონალი შუა საუკუნეების საქართველოში სრულად ასახავდა საზოგადოების იერარქიულ სტრუქტურას შესაბამისი სამართლებრივი სტატუსებით და წოდებრივ-იერარქიული წარმოდგენებით.