წიგნში წარმოდგენილია მსოფლიოს ეკონომიკური აზროვნების უმაღლესი დონე, რომელიც დადასტურებულია ისეთი ავტორიტეტული ჯილდოთი, როგორიცაა ნობელის პრემია. წიგნში წარმოდგენილია ყველა ეკონომისტი, ვინც კი ამ დარგში პრემია მიიღო (ნობელის პრემია დაარსდა 1901 წელს, მაგრამ ეკონომიკური დარგის გამოკვლევებისათვის ამ პრემიის გაცემა დაიწყო 1969 წლიდან შვედეთის მეცნიერებათა აკადემიის გადაწყვეტილების საფუძველზე).