,,წინამდებარე წიგნის ავტორთათვის მთავარი იყო ზოგი, დღემდე უცნობი, დოკუმენტის გამოქვეყნება – დოკუმენტები თვითონ მეტყველებენ, თუ მკითხველი დაინტერესებულია და განათლებული. ამ შემთხვევაში ისინი, კერძოდ, კიდევ ერთხელ – შეიძლება, უფრო თვალსაჩინოდ და უფრო საგნობრივად – წარმოგვიდგენენ მემედ აბაშიძეს როგორც არა უბრალოდ ცნობილ მოღვაწეს, არამედ ისტორიულ ფიგურას, რომლის ღვაწლი ერის წინაშე მხოლოდ მაშინ შეიძლება იქნეს დავიწყებული, როდესაც საქართველო – თავისი თბილისით, ბათუმით, ქუთაისით, სოხუმით, თელავით – აღარ იარსებებს".