ნობელიანტი ამერიკელი მწერლის, უილიამ ფოკლნერის სხვა რომანებისგან განსხვავებით, გამტაცებელნი შეიძლება ჩვეულებრივ, ტრადიციულ რომანადაც ჩაითვალოს. რომანის მთავარი გმირი, ხანდაზმული კაცი თავის ბავშვობას იგონებს და ეს მოგონებები საარაკო, ზღაპრული ფერებითაა აღსავსე. იქნებ სწორედ მოგონებებით გამთბარი შინაარსის გამო გადაწყვიტა ფოლკნერმა, ეს რომანი თავისი შვილიშვილებისთვის მიეძღვნა – ვიქტორიას, მარკს, პოლს, უილიამს, ბერკს.