,,ნიკო ჩუბინაშვილი, საბა ორბელიანის საქმის დიდი განმგრძობი იყო. გასაოცარმა შრომისმოყვარეობამ, ფართო განსწავლულობამ და ერუდიციამ, მრავალი ენის, პირველ რიგში კი – ქართული და რუსული ენებისა და ლექსიკოგრაფიის ღრმა ცოდნამ მას შესაძლებლობა მისცა, ახალ სიმაღლეზე აეყვანა ჩვენში ლექსიკოგრაფია, კაპიტალური შრომებით გაემდიდრებინა ცოდნის ეს დარგი. ნიკო ჩუბინაშვილის ლექსიკოგრაფიული მემკვიდრეობა შევიდა ჩვენი კლასიკური კულტურის საგანძურში, როგორც მისი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი შენამატი".