წარმოდგენილ სახელმძღვანელოში განხილულია: ევროკავშირის საგადასახადო პოლიტიკის ფუძემდებლური პრინციპები, ევროკავშირის საერთო საგადასახადო პოლიტიკის მარეგულირებელი ევროპული კონვენციები და ხელშეკრულებები, ევროკავშირის ერთიანი საგადასახადო სისტემა და მისი წყაროები, საერთაშორისო საგადასახადო სამართლისა და ევროკავშირის მეორადი სამართლის ურთიერთმიმართების საკითხები. სახელმძღვანელოში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ოთხეულის - ჩეხეთის, პოლონეთის, უნგრეთის სლოვაკეთის (ე.წ. ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნები) საგადასახადო პოლიტიკის მიმოხილვას.