ნაშრომში განხილულია ადრინდელი შუა საუკუნეების, განვითარებული ფეოდალიზმის ეპოქისა და გვიანდელი შუა საუკუნეების გერმანული ლიტერატურა. ვრცლადაა განხილული ძველი გერმანული საგმირო ეპოსი, მისი როლი და მნიშვნელობა გერმანული მხატვრული ლიტერატურის განვითარებაში როგორიც საწყის საფეხურზე, ისე მომდევნო ეპოქებში. ნაშრომში ვრცლადაა წარმოდგენილი მასალა, დაკავშირებული ფეოდალური სასახლის ლიტერატურის დეგრადაციასა და საქალაქო ლიტერატურის განვითარებასთან.