ნაშრომი განიხილავს დასავლეთ ევროპისა და ამერიკის უმთავრესი ქვეყნების XIX საუკუნის ლიტერატურის ისტორიის ძირითად მიმართულებებს – რომანტიზმსა და რეალიზმს, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ცალკეული ქვეყნების ლიტერატურაში პროგრესული ტენდენციების გამოვლენას. ყოველ განყოფილებაში დახასიათებულია ქვეყნის ისტორიული მდგომარეობა და ლიტერატურის განვითარება.