ნაშრომი ეძღვნება ვეფხისტყაოსნის ორი უნგრული პოეტური თარგმანის მეცნიერულ შესწავლას, რომლებიც ჩვენს დროში განხორციელდა. ორიგინალის ტექსტთან თარგმანების სიახლოვის დადგენის თვალსაზრისით, ავტორი ორივე თარგმანს განიხილავს სხვადასხვა ასპექტით. ნაშრომში ვეცნობით ვეფხისტყაოსნისა და მისი ავტორის შესახებ უნგრეთში გამოქვეყნებულ სამეცნიერო და კრიტიკულ წერილებს, მთარგმნელთა ლიტერატურულ პორტრეტებს და თარგმანთა მომზადების ისტორიას.