წიგნში წარმოდგენილია ავტორის ხანგრძლივი მეცნიერული კვლევა-ძიების შედეგები ქართული ენის სინტაქსის დარგში. მასში საკმაოდ სრულად არის განხილული სიტყვათშეერთება-შეკავშირების წესები, წინადადების ტიპები რაგვარობისა და აგებულების
მიხედვით, განკერძოებული სიტყვები და გამოთქმები. წიგნს დამატების სახით დაერთვის სასვენ ნიშანთა ხმარების წესები.
საკითხების განხილვისას ძირითადად ახალი ქართული ენის მასალაა გამოყენებული. გზადაგზა ძველი და საშუალი ქართულის მონაცემებიც არის მოხმობილი. გათვალისწინებულია ქართული ენის ცოცხალ კილოთა ზოგიერთი ჩვენებაც.