,,ამ წიგნის დაწერა დადეშქელიანთა გვარის ისტორიის საკვლევად არ განმიზრახავს, ამას ისტორიკოსებიც ახერხებდნენ ჩემამდე და მოახერხებენ აწიც. უპირველეს, თავის დროზე, დახვრეტილი სვანეთის უკანასკნელი მთავრის - კონსტანტინე დადეშქელიანის სამარის პოვნა მინდოდა - პირველისაც, მეორისაც - საარქივო საბუთებს ვეძებდი საამისოდ, მცირე ესეისა თუ ქრონიკისთვის, მაგრამ იმდენი დოკუმენტი დაგროვდა, გამოუქვეყნებელიც, მიუკვლეველიც, ზოგიც - დაბეჭდილი, ოღონდ - იშვიათი, ან ხელახლა გასააზრებელი, რომ სიტყვა სიტყვას მოჰყვა, ვრცელი წიგნი გამოვიდა, მწერლის თვალით დანახული გენეალოგიის შექმნის ცდა - უბედურებათა სურათის ქრონიკა, კიდევ ერთხელ სათქმელად იმისა, რომ, თითქოს, რა კარგად ვიცით ჩვენი წარსული, წინა ორი-სამი თაობის ნაკეთები მაინც, ავიცა და კარგიც, - საწერად, სალაპარაკოდ, მაგრამ საქმე საქმეზე მიდგება და უარესს ვშვრებით ხოლმე, თითქოს ის ცოდნა სხვისთვისაა, ჩვენთვის - არა, სხვას უნდა გამოადგეს, ჩვენ - არა. ეს წიგნი თავშესაქცევი ამბების კრებული არ არის, მეცხრამეტე საუკუნის (არა მხოლოდ) სამწუხარო ქართული ქრონიკაა. დანარჩენს ნახავთ" – თემურ ამყოლაძე.