ნაშრომში სხვადასხვა ხასიათის მასალებზე დამყარებით განხილულია დროებითვალდებულ გლეხთა (ყოფილ საბატონო ყმათა) სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა. ნაჩვენებია ამ კატეგორიის გლეხთა და მოწინავე ქართველი ინტელიგენციის ბრძოლა ვალდებულ ურთიერთობათა მოსპობისათვის, გარჩეულია ამ უკანასკნელთან დაკავშირებით წარმოდგენილი სხვადასხვა პროექტი და 1912 წლის 20 დეკემბრის კანონი. ნაშრომი სრულ წარმოდგენას იძლევა რეფორმის შემდეგდროინდელი ხანის საქართველოს ძირითადი მწარმოებელი კლასის – გლეხობის სხვა კატეგორიათა (სახელმწიფო გლეხები, ხიზნები) სოციალურ-ეკონომიურ მდგომარეობაზე.