,,ზოგი მოკლე, სხარტი და ხუმრობანარევი გამოვიდა, ზოგმა სიტყვამ კი ისე გამამკვლევარ-გამაფილოსოფოსა, მოზრდილი თეოლოგიურ-სემანტიკური ტრაქტატები გამომივიდა. მალე მათი გამოქვეყნება დავიწყე და ესეების მნიშვნელოვანი ნაწილი ჟურნალ „ჩვენი მწერლობის" 2015-2016 წლების ნომრებში პერიოდულად იბეჭდებოდა. ამ ეტიუდებს ერთმანეთთან არც ერთიანი რამ ფაბულა აკავშირებს, არც თანმიმდევრობას აქვს რაიმე მნიშვნელობა. თითოეული ცალ-ცალკე და ყველა ერთად მადლიანი ქართული ენისადმი ავტორის უსაზღვრო სიყვარულითაა შეკონილი" – მიხეილ ანთაძე.