ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ადამ მიცკევიჩი ცხოვრება და შემოქმედება

გამოცემის წელი1956
გამომცემლობასახელგამი
რედაქტორიოთარ ჯინორია

ადამ მიცკევიჩის გარდაცვალებიდან ასი წლისთავის აღსანიშნავად პოლონელმა ხალხმა 1955 წელს „მიცკევიჩის წელი“ უწოდა. პოლონეთმა დიდების უკვდავი ძეგლი აუგო მის საყვარელ შვილს. 
მიცკევიჩმა მთელი თავისი სიცოცხლე შესწირა პოლონელი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის საქმეს. მისი პოეტური ჩანგი მუდამ დედა-სამშობლოს სადიდებლად ჟღერდა. მას ღრმად სწამდა თავისი ხალხის მომავალი; და არა მარტო თავისი ხალხისა; დიდი რუსი მგოსნის ალექსანდრე პუშკინის თქმით, ადამ 
მიცკევიჩი ოცნებობდა იმ დროზე, „როცა ხალხები შუღლს დაივიწყებენ და ერთ დიდ ოჯახად შეერთდებიან“. მიცკევიჩი ბრძოლისა და თავისუფლების პოეტია. მისი სახელი ყოველთვის იქ ისმის, სადაც თავისუფლებისათვის ბრძოლის დროშაა გაშლილი. 
ცნობილია ასეთი ფაქტი: პოეტის გარდაცვალებიდან ათი წლის შემდეგ ვილნიუსში ერთ პოლონელ ახალგაზრდას რევოლუციური მუშაობისათვის ჩამოხრჩობა მიუსაჯეს. სიკვდილმისჯილის საკანში პროკურორი შევიდა და წესისამებრ ჰკითხა, თუ რა იყო მისი უკანასკნელი სურვილი. ახალგაზრდამ მუდარით სავსე თვალები მიაპყრო და სთხოვა: „თუ შეიძლება მომიხერხეთ, რომ მიცკევიჩის ლექსების წიგნი მომიტანონ. სიკვდილის წინ მე მსურს ერთხელ კიდევ გადავიკითხო ჩვენი სახელოვანი პოეტის შესანიშნავი სტრიქონები“.