,,წინამდებარე წიგნში ქვეყნდება ბედენის ზეგანზე აღმოჩენილი გორასამარხების მასალები, რომლებიც დათარიღებულია შუა ბრინჯაოს ხანითა და ნაწილობრივ, ადრინდელიდან შუა ბრინჯაოს ეპოქის გარდამავალი საფეხურით. გორასამარხებში აღმოჩენილ ძეგლებთან ერთად დაწვრილებით არის განხილული სამარხ-ნაგებობათა აღნაგობა, დაკრძალვის წესები, მშენებლობის ხელოვნების დონის მაჩვენებელი მასალები და სხვ., რითაც მკაფიოდ ხასიათდება ავტორის მიერ აღმოჩენილი ბედენის კულტურა-კავკასიური ცივილიზაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, ავტორის ცდა, ე. წ. მტკვარ–არაქსის კულტურა მიიჩნიოს ადგილობრივ სუბსტრატზე განვითარებულ ცივილიზაციად, დამარწმუნებელია და დიდი თეორიული ღირებულების მქონე, რადგან ის ისახება ვითარცა დამახასიათებელი საქართველოს და მთლიანად კავკასიისათვის".