წიგნში წარმოდგენილია ჰიპონიმიის პრინციპის მიხედვით გამოვლენილი კუთხური ლექსიკის მდიდარი საუნჯე - უხვი და საინტერესო ლექსიკურ-სემანტიკური დონის ფშაური დიალექტური მასალა. მოცემულია ფშაურ ლექსიკურ ერთეულთა არეალური კლასიფიკაცია, მათი სემანტიკურ მიმართებათა ანალიზი რეგიონულ მონაცემთა გათვალისწინებით.