ოთარ ეგაძის პოლიტიკური რომანი, „ვინ ხარ შენ, სტალინ?“ მეორე წიგნია ტრილოგიისა - „დღენი ჩვენი ბრძოლებისა". აღწერილია აჭარის, სვანეთის, ქიზიყისა და აგვისტოს აჯანყებები, ქართველ „ნაციონალ-უკლონისტთა“ ბრძოლა ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნის წინააღმდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის ატრიბუტების შესანარჩუნებლად, აგრეთვე ქართველი პოლიტიკური ემიგრაციის მღელვარება. ამ ფონზე მხატვრულადაა განზოგადებული მთავარი მოქმედი გმირის, ტიტე ცამიწაძის იერსახე.