„„გორტინის კანონები" აღმოჩენილია XIX საუკუნის ბოლოს. იგი უმნიშვნელოვანესი წყაროა ძვ. წ. VI-IV სს. კრეტის ისტორიის შესწავლისათვის, მაგრამ „გორტინის კანონების" მნიშვნელობა არ ამოიწურება ამით: იგი არის ბერძნული სამართლის ერთადერთი ნიმუში, რომელმაც, მცირედი დაზიანების მიუხედავად, მთლიანად მოაღწია ჩვენს დრომდე. წიგნის შესავალში მოკლედ არის აღწერილი ძეგლის აღმოჩენის ისტორია, ძველი გორტინის აღწერა არქეოლოგიური გათხრების საფუძველზე და ქალაქის გეგმა. შესავალში მოცემულია ძეგლის მოკლე ფილოლოგიური მიმოხილვა. ძეგლის პუბლიკაციას საფუძვლად დაედო ენრიკო სტეფანის მიერ შედგენილი ახალი აპოგრაფი".