პავლე ინგოროყვას რუსთველოლოგიურ თხზულებათა წინამდებარე ტომი წარმოგვიდგენს მის მიერ კრიტიკულად დადგენილ „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტს, ტექსტოლოგიურ ნარკვევს „ვეფხისტყაოსნის შესავალი და ბოლოთქმა“, და „რუსთველიანასა“ და უშუალოდ „ვეფხისტყაოსნის“ ინგოროყვასეულ გამოცემასთან დაკავშირებულ პოლემიკურ წერილებს.