წიგნში წარმოჩენილია გერმანული რეფორმაციის ეკონომიკური, სოციალურ-პოლიტიკური, რელიგიური და იდეური წანამძღვრები, მარტინ ლუთერის ცხოვრება-მოღვაწეობის უმნიშვნელოვანესი მომენტები და პროტესტანტული აზრები, რომლის დაპირისპირებამ ორთოდოქსალურ კათოლიციზმთან შეუქცევადი ხასიათი მიიღო. რწმენით გამართლების მისეულმა თეორიამ, რომელიც გამორიცხავდა ნებისმიერი შუამავლისა და მაგიური ელემენტის აუცილებლობას ადამიანსა და ღმერთს შორის, საფუძველი დაუდო ადამიანის თავისუფლებისა და ავტონომიის იდეას იმ სახით, რა სახითაც ეს იდეა წარმოდგენილია თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში.