ნაშრომში განხილულია ბიურგერული რეფორმაციის ბელადის მარტინ ლუთერის შეხედულებანი განათლებასა და აღზრდაზე, ძველი სასკოლო სისტემის უვარგისობასა და მისი ახლებურად გარდაქმნის აუცილებლობაზე. წარმოჩენილია საკითხები: დაწყებითი სწავლების საყოველთაოობის აღიარება, ქალ-ვაჟთა თანაბარი განათლება, ანგარებით შეპყრობილი მასწავლებლების სკოლიდან განდევნა და მათ ნაცვლად პატიოსანი და განათლებული პედაგოგების შერჩევა. მასწავლებელთა უფლებებისა და ღირსების დაცვისათვის ხელისუფლების ზრუნვა, მათი მატერიალურად უზრუნველყოფა და, ყველა ამ გზით, საზოგადოების თვალში მასწავლებელთა ავტორიტეტის ამაღლება.