ნაშრომში დახასიათებულია მრავალმხრივი ქართველი მეცნიერისა და დიდი პატრიოტის ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა საქართველოში, რუსეთსა და ევროპაში, იგი აქ წარმოდგენილია როგორც ისტორიკოსი, ფილოლოგი და მათი დარგების მკვლევარი, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების შემქმნელი, თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი, ეროვნული საუნჯის უბადლო ქომაგი და მისაბაძი მამულიშვილი.