ლეკიანობის სახელით ცნობილი ჩრდილოკავკასიელთა შემოსევები ისეთივე გამანადგურებელი მოვლენა იყო, როგორც ყიზილბაშობა. ამ საბედისწერო თავდასხმებმა ათასობით სიცოცხლე შეიწირა და ძირფესვიანად გააჩანაგა სამეურნეო ცხოვრება. ქართლ-კახეთის მოსახლეობა ორას ათასი სულამდე შემცირდა.