ნაშრომში განხილულია კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა სისხლის საპროცესო სამართალში. გამახვილებულია ყურადღება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: მსჯელობის თანმიმდევრობა კაზუსის ამოხსნისას, საპროცესო ქმედების კანონიერების ელემენტები, მტკიცებულებათა შეფასების კრიტერიუმები და საპროცესო ნორმების განმარტების ხერხები.