წინამდებარე წიგნი „მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის“ ორ ნაკვეთს შეიცავს: „ქართული ტანისამოსი, ქსოვილები და ხელსაქმე“ და „საომარი საჭურველი და სამხედრო საქმე". ეს საკითხები განხილულია ქრონოლოგიურად, ისტორიულ ვითარებაში ტერმინების განხილვის საფუძველზე, უძველესი დროიდან მე-19 საუკუნემდე.