,,აკად. ივ. ჯავახიშვილის წინამდებარე წიგნი: ,,სინის მთის ქართულ ნაწერთა აღწერილობა", ერთი იმ ნაშრომთაგანია, რომლის გამოცემას სიცოცხლეში ვერ ეღირსა მისი ავტორი. ეს ნაშრომი მას შესრულებული ჰქონია ჯერ კიდევ 1902 წელს შედეგად იმ ცნობილი ექსპედიციისა, რომელიც მოეწყო იმ ხანად სინის მთაზე მისი მასწავლებლის, აკად. ნ. მარის ხელმძღვანელობით. ქართულ ხელნაწერთა ამ აღწერილობაში შეტანილია ავტორის მიერ ორი სირიული ხელნაწერის აღწერაც. შესულია ხელნაწერებიდან მოყვანილ ტექსტებსა, მთლიან ძეგლებსა და ხელნაწერებზე დართულ ანდერძ-მინაწერებში მოხსენებულ პირთა და გეოგრაფიულ სახელთა ამომწურავი სია, ჩვენებით იმ ადგილებისა, სადაც საკუთარი სახელები გვხვდება" – ილია აბულაძე.