წინამდებარე მონოგრაფია მიზნად ისახავს მოგვცეს სრული სურათი ქართულ ენაში არსებული თურქული ნასესხობების
შესახებ. გასაანალიზებელი მასალა აღებულია ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონიდან. მონოგრაფიაში განხილული
თურქიზმები შეპირისპირებულია თავიანთ პროტოტიპებთან თურქულ ენებსა და მათ დიალექტებში. ნასესხობათა კვლევა
ჩატარeებულია კომპლექსური მეთოდით, გარკვეულია ლექსემათა პირველადი მნიშვნელობები და სემანტიკური მოდიფიკაციები.