მონოგრაფიის მიზანია გვიჩვენოს, თუ როგორ და რა პირობებში წარმოიშვა „რანთა და კახთა“ სამეფო როგორც გარკვეული საზოგადოებრივ-სახელმწიფოებრივი ერთეული, როგორია მისი განვითარების ძირითადი ისტორიული ეტაპები, როგორ წარმოგვიდგება ამ სოციალურ-პოლიტიკური ორგანიზმის შინაგანი სახე (ქორ. ეპისკოპოსის ინსტიტუტი და სხვ).