ეს წიგნი გათვალისწინებულია მკითხველთა წრისათვის, რომელსაც საქართველო-გერმანიის საეკლესიო და კულტურული ურთიერთობები აინტერესებს. აქ ისეთი წერილობითი დოკუმენტები, ისტორიული აღწერილობები და ზეპირსიტყვიერი გადმოცემები არის თავმოყრილი და განხილული, რომლებსაც ლუთერანული რეფორმაციის საქართველოსა და ქართველ ხალხთან კავშირების შესასწავლად დიდი მნიშვნელობა აქვთ.