ქართული ხალხური პოეზიის II ტ. მე-2 ნაკვეთში შესულია თემატურად და სიუჟეტურად მრავალფეროვანი ლირიკულ-ეპიკური საგმირო ლექსები. ნაკვეთი შედგება 2 ნაწილისაგან ტექსტები, შენიშვნები და ვარიანტები. ტექსტები დალაგებულია თემატურ ჯგუფებად, ვარიანტები კუთხეების მიხედვით, ჩაწერის ქრონოლოგიის კვალობაზე. შენიშვნებში ნაჩვენებია თითოეული ლექსის შექმნის გარემო და წყაროები.