„ბიზანტიური ლიტერატურის ისტორია%, რომელიც ამჟამად ქვეყნდება, წარმოადგენს იმის ახალ ვარიანტს, რომელიც ჩვენ გამოვაქვეყნეთ 1949 წელს „ბერძნული ლიტერატურის ისტორიის“ მეორე ტომში, სადაც განხილული იყო ბერძნული ლიტერატურის ორი პერიოდი: ელინისტური და ბიზანტიური. რადგან ამჟამად შევძელით, ნაწილობრივ მაინც, მასალის შევსება და გაფართოება, ამიტომ ჩვენ „ბიზანტიური ლიტერატურის ისტორიას“ ვაქვეყნებთ „ბერძნული ლიტერატურის ისტორიის“ მესამე ტომის სახით, და თუ მომავალში. მეორე ტომის ახალი გამოცემა მოხერხდა, იქ შევსებული და გაფართოებული იქნება ელინისტური პერიოდი.
სამწუხაროდ, მასალის შევსებული სახით გამოქვეყნება მხოლოდ პირ-ველი თავების ფარგლებში შევძელით: იქ, გარდა ახალი სამეცნიერო ლიტერატურის მოშველიებისა, ახალი არის ნაკვეთი „ბიზანტინოლოგია საქართველოში" (§ 6), საგრძნობლად შევსებულია §§ 27--29 („არეოპაგიტიკა“), რიტმიული პოეზიის პარაგრაფები, §§ 51-53 („ვარლაამი და იოსაფატი“) და "ზოგიერთი სხვა მონაკვეთიც. უკანასკნელი, მეხუთე, თავი (გარდა მიქელ პსელოსისათვის განკუთვნილი ნაკვეთისა) თითქმის შეუვსებელი დარჩა. თუ კიდევ „ერთხელ საქირო გახდება „ბიზანტიური ლიტერატურის ისტორიის" ხელახლა გამოცემა, შევეცდებით ამ ნაკლის გამოსწორებას.