მონოგრაფია ეძღვნება დიდი ბიზანტიელი მწერლის ბასილი კესარიელის შემოქმედებას. მასში შესწავლილია ამ ავტორის ეგზეგეტიკური და ჰომილეტიკური მემკვიდრეობა, ასკეტური ხასიათის თხზულებები, წერილები და ჟამისწირვა. საგანგებო ადგილი ეთმობა ფსევდობასილურ და მისი სახელით ცნობილ სხვა ავტორთა თხზულებებს.