ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

საარაგვო და არაგველები, წ. 1

გამოცემის წელი2017
გამომცემლობაუნივერსალი

ავტორი დაწვრილებით მოგვითხრობს სხვადასხვა დროის არაგვის ერისთავებზე: გულზვიად ზურაბზე, ზაალზე, ოთარზე, რევაზზე, იასონზე, გიორგიზე, ბარძიმზე, მათ მმართველობაზე და კავშირზე ცენტრალურ ხელისუფლებასთან; მათ ურთიერთობაზე დამპყრობლებთან თუ მეზობელ ადგილობრივ ფეოდალებთან. სათანადო ლიტერატურულ, ისტორიულ და ეთნოგრაფიულ წყაროებზე დაყრდნობით, გადმოგვცემს ამ კუთხის შვილთა ისეთ დიდმნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებში მონაწილეობაზე, როგორიც იყო - ბაზალეთის სამარცხვინო ომი, ბახტრიონის დიდებული ეპოპეა, ანანურის გამაოგნებელი ტრაგედია და კრწანისის მარცხი. იგი საინტერესოდ მოგვითხრობს, რუსთა ბატონობის პერიოდში, 1802, 1804 და 1812 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში არაგველთა მონაწილეობის შესახებ.