IV საუკუნის ცნობილი მოღვაწის ბასილი კესარიელის „სწავლათა“ ქართული თარგმანი, რომელიც შესრულებულია ეფთვიმე ათონელის მიერ, გამოქვეყნებულია X–XI სს-ის სამი ხელნაწერის მიხედვით. ტექსტს ერთვის გამოკვლევა და ვრცელი ლექსიკონი. გამოკვლევაში განხილულია ეფთვიმე ათონელის მთარგმნელობითი მეთოდის ზოგი თავისებურება, აგრეთვე დახასიათებულია თარგმანი ლექსიკური, გრამატიკული და სტილისტური მხარე. ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერების ანალიზის საფუძველზე გარკვეულია საქართველოს ისტორიისათვის საყურადღებო საკითხები.