ნაშრომში შეტანილი მასალები შეკრებილია თეირანში. აღნიშნული მასალა წარმოადგენს ფერეიდნელი ქართველების მიერ დაწერილ ტექსტებს (სპარსულ ენაზე დაწერილი ტექსტი მოცემულია ქართულ თარგმანთან ერთად) მათი ყოფა-ცხოვრების შესახებ; გამახვილებულია ყურადღება ფერეიდნის მდებარეობის, ქართული სოფლების, ქართველი მოსახლეობის საქმიანობის და მათში ჯერ კიდევ შემორჩენილი ქართული ტრადიციების საკითხებზე; მოცემულია ფერეიდნელებში დღევანდლამდე დაცული ქართული ანდაზები, გამოცანები და ქართული მეტყველების ნიმუშები.