ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ინვესტირების საფუძვლები სასტუმრო ინდუსტრიაში

გამოცემის წელი2016
გამომცემლობამერიდიანი

ნაშრომში განხილულია სასტუმრო ინდუსტრიის ცნება, სტრუქტურა და ბიზნესის ორგანიზება, ფრენჩაიზინგი, ლიზინგის და სხვა სპეციფიკური ურთიერთობების ჩათვლით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინსტიტუციურ ინვესტორებს, უძრავი ქონების საინვესტიციო ტრასტის მაგალითზე. აღწერილია ინვესტორების ძირითადი სტრატეგიული მიზნები. თემაში განმარტებულია ინვესტიციების ღირებულების ცნება, რომელიც მოიაზრება როგორც საინვესტიციო კაპიტალის ღირებულებისა და საინვესტიციო ობიექტების ფასის ერთობლიობა. საინვესტიციო კაპიტალის ღირებულების დასადგენად გამოყენებულია ტრადიციული მეთოდიკა, რომელიც უკავშირდება ფულის დროში ღირებულებისა და ფულადი ნაკადებს კონცეფციებს. წარმოდგენილია მათი გამოვლენის სპეციფიკა სასტუმრო ინდუსტრიაში. საინვესტიციო ობიექტები განიხილება ორ ძირითად კატეგორიად - ბიზნესად და ფასიან ქაღალდებად. ინვესტირების ეფექტიანობის რაოდენობრივ მაჩვენებლებთან ერთად, აღწერილია კაპიტალური დაბანდებების სხვა მნიშვნელოვანი გარემოებებიც, როგორიცაა კაპიტალის მოზიდვის გზები და უცხოური ინვესტიციების განხორციელების პირობები, ე.წ. „საინვესტიციო კლიმატი“.