ევროპული აზროვნების ისტორიაში, "განმანათლებლობა, ასე ვთქვათ, ბურჟუაზიული ეპოქის ჰუმანიზმია“, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა დასავლეთ ევროპის შემდგომი პერიოდის ფილოსოფიურ, პოლიტიკურ, სოციოლოგიურ, ესთეტიკურ, პედაგოგიურ აზროვნებაზე, მხატვრულ ლიტერატურაზე. ეს პროგრესული იდეოლოგია კლასიკური სახით ჩამოყალიბდა საფრანგეთში; იგი ორიგინალურად აისახა „თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა ქომაგის“ ჟან ჟაკ რუსოს შემოქმედებაში.