ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

დაკვირვებანი "შაჰ-ნამეს" ქართული ვერსიების პირის საკუთარ სახელებზე

გამოცემის წელი2011
გამომცემლობაუნივერსალი

ლილი ჟორჟოლიანის წიგნი „დაკვირვებანი ,,შაჰ-ნამეს“ ქართული ვერსიების პირის საკუთარ სახელებზე“ მრავალმხრივ საინტერესო გამოკვლევაა. აქ წარმოდგენილია ტრადიციული გაგებით ფილოლოგიური შინაარსის სტატიები, სადაც იკვეთება ლიტერატურისმცოდნეობით ტექსტოლოგიური და საენათმეცნიერო ხედვა. განხილული ანთროპონიმები და მითოლოგიურ არსებათა სახელები შეჯერებულია ორიგინალურ წყაროებთან. ხშირად „შაჰ-ნამეში დადასტურებულ ახალსპარსულ ფორმათა გვერდით წარმოდგენილია ამ სახელთა საშუალო სპარსული და ავესტური ვარიანტები. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს პირის ის სახელები, რომელთაც სპარსულ ვერსიაში შესატყვისი არ ეძებნებათ.