ნაშრომში განხილულია ფეოდალური საქართველოს ერთ-ერთი პოლიტიკური ერთეულის – გურიის სამთავროს პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ვითარება XVIII-XIX საუკუნეთა მიჯნაზე; დახასიათებულია ოსმალეთის იმპერიის აგრესიული პოლიტიკა საქართველოს მიმართ და მოცემულია გურიის სამთავროს რუსეთთან ურთიერთობისა და რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესვლის ისტორია. ნაჩვენებია ამ პოლიტიკური აქტის პროგრესული მნიშვნელობა.