წინამდებარე ნაშრომი ეთმობა სამოქალაქო სამართლის ინსტიტუტს - უსაფუძვლო გამდიდრების შედარებით-სამართლებრივ კვლევას. ნაშრომი იმ კუთხითაც არის საინტერესო, რომ ასახულია რომის სამართალში უსაფუძვლო გამდიდრების დაუშვებლობის პრინციპის რეალიზაცია მსოფლიოს წამყვან სამართლებრივ სისტემებში. მკითხველისათვის საინტერესო იქნება იმ ისტორიული გზის გააზრება, რომელიც კონდიქციურმა სამართალმა განვლო რომის სამართლიდან მსოფლიოს წამყვან მართლწესრიგებში, ასევე ის თავისებურებანი რომელიც ევროპული სამართლის რეცეფციის გზით აისახა საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობაში. მსოფლიოს წამყვანი სამართლებრივი სისტემების ფონზე მკითხველს ეძლევა შესაძლებლობა გამოყოს უსაფუძვლო გამდიდრების რეგულირების ძირითადი და გავრცელებული სამართლებრივი მოდელები და ინსტიტუტისათვის დამახასიათებელი თავისებურებანი.