კრებულში შეტანილია არქეოლოგიური კვლევის ცენტრის შუა საუკუნეების არქეოლოგიის განყოფილების მეცნიერ თანამშრომელთა ნაშრომები, რომლებშიც განხილულია არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგები, შუა საუკუნეების საქართველოს სხვა ქვეყნებთან კულტურულ-ისტორიულ ურთიერთობათა საკითხები, ქალაქების პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობის ამსახველი მასალები (დმანისი), საფორტიფიკაციო ნაგებობები (ვარდციხე) და ხელოსნური ნაწარმი (მცხეთა, ბიჭვინთა).