,,ნაშრომში შევეცადეთ გამოგვევლინა ის თავისებურებები და სირთულეები, რომელიც ახასიათებს ქართულ მედიასაშუალებებს, კერძოდ, ტელე-ბეჭდურ და სოციალურ მედიაში მუდმივი ყურადღების ცენტრშია ძირითადად, სახელისუფლო „ბრძოლები“, საარჩევნო კამპანიები ანუ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება, სოციალური პრობლემები და კრიმინალური ამბები. უნდა ითქვას, რომ არც ერთი საკითხი არ არის დაზღვეული პოლიტიზირებისა და პერსონიფიცირების ტენდენციისაგან. ამდენად, საჭიროდ მივიჩნიეთ, ნაშრომში ყურადღება გაგვემახვილებინა, სიძულვილის ენით გაღვივებულ პროცესებზე, რომლებიც საზოგადოებას უბიძგებდნენ დესტაბილიზაციისკენ. კვლევა სხვადასხვა სახის 12 მედიასაშუალებაზე ჩატარდა, ჩვენი მიზანი იყო, მოგვეხდინა ჟურნალისტური ტენდენციების განზოგადება".