აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა 12-ტომეულის წინამდებარე მეხუთე ტომი შეიცავს „საქართველოს ეკონომიური ისტორიის“ II წიგნს, რომელშიც გრძელდება და მთავრდება მემინდვრეობის, სახელდობრ პარკოსან მარცვლეულთა კულტურების მიმოხილვა. გაშუქებულია მარცვლეულის მოსავლის აღებისა და დაუნჯების საკითხები.