,,გლობალიზაციის პროცესების კვალდაკვალ, აგრეთვე საქართველოში არსებული მრავალფეროვნების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი გახდა სკოლებისა და მასწავლებელთა მომზადება, რათა მათ შეძლონ მოსწავლეთა აღზრდა მულტიკულტურულ გარემოში საცხოვრებლად. წინამდებარე სახელმძღვანელო სწორედ ამ მიზანს ემსახურება. მასწავლებლებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ზოგადი ხასიათის თეორიული ცოდნა ინტერკულტურული განათლების შესახებ, არამედ მთლიანად საკუთარი მიდგომების ტრანსფორმაცია, რაც თეორიული და პრაქტიკული მასალის შეჯერებით არის შესაძლებელი. შესაბამისად, სახელმძღვანელო მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილებს".