ალექსი ჭინჭარაულის წინამდებარე შრომა წარმოადგენს ხევსურული დიალექტის შედარებით სრულ დახასიათებას. შრომაში აღნუსხულია ხევსურულში დადასტურებული ფონეტიკური და მორფოლოგიური თავისებურებანი და მოცემულია მათი ენათმეცნიერული ანალიზი: ნაჩვენებია, რა ახსნასაც პოვებს ესა თუ ის მოვლენა ქართული ენის ისტორიული განვითარების ფონზე და, რიგ შემთხვევაში რასაც იძლევა ხევსურულის ეს თავისებურებები ქართული ენის ისტორიის ამა თუ იმ მოვლენის განვითარებისათვის.