წინამდებარე ლექსიკონი ორი ნაწილისაგან შედგება: პირველია „ლათინურ-ქართული“ ლექსიკონი (გვ. 1–--345), ხოლო მეორე – ამის საფუძველზე შედგენილი „ქართულ-ლათინური შესატყვისობანი“ (გვ. 347- 490).
ლათინურ-ქართული ლექსიკონი შედგენილია 1940 წელს ჩვენ მიერ გამოქვეყნებული „ლათინურ-ქართული ლექსიკონის“ საფუძველზე, ხოლო მისგან განსხვავებით: 1) შეიცავს თითქმის ორჯერ მეტ რაოდენობას სიტყვებისას: 2) გამდიდრებულია ფრაზეოლოგიით, განსაკუთრებით მის პირველ ნახევარში; 3) ფრაზეოლოგიაში მოყვანილ გამოთქმებს მიწერილი აქვს სრული ციტაცია.